დასავლეთის ქვეყნების მიერ საჰაერო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს საჩივრით მიმართა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 ოქტომბერს განაცხადა.
სამინისტრომ უსამართლო უწოდა ევროკავშირის ქვეყნების, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ რუსეთის ავიახაზების საჰაერო სივრცეში ოპერირების აკრძალვას, საავიაციო ნაწილების ექსპორტს და რუსული ავიახაზების დაზღვევას და მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაზიარებას.
საჩივარში ნათქვამია, რომ ამ ქმედებებმა „საფრთხის ქვეშ დააყენა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება და სერიოზულად შეარყია ურთიერთნდობა, რომელიც თითქმის 80 წლის განმავლობაში საერთაშორისო საავიაციო სისტემის საფუძველი იყო“.
ცნობისთვის: 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ , ევროპის ქვეყნები და საჩივარში დასახელებული სხვა ქვეყნები სწრაფად გადავიდნენ რუსეთის სანქცირებასა და იზოლაციისკენ. ამ პოლიტიკას შორის იყო რუსული ავიახაზების ან რუსეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავების გამოყენების აკრძალვა E.U. საჰაერო სივრცეში, ასევე ავიაციასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვა.
Carnegie Endowment-ის მიერ გამოქვეყნებული რუსეთის ავიახაზების შესახებ ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს რუსული ავიახაზების ყველა მარშრუტის 90%-ის შიდა ფრენები შეადგენდა, როდესაც ეს რიცხვი 2019 წელს 57% იყო.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ შიდა ფრენებზე ფოკუსირებით, თავიდან აიცილა ინდუსტრიის დანგრევა,თვითმფრინავის ნაწილებსა და ტექნოლოგიაზე დაკისრებული სანქციების გამო ავიაკომპანიას მარაგები ეწურება.