08.ივლისი .2020 19:20

ყველაზე მეტად იპოთეკური სესხების სუბსიდირება არ მომწონს - ლაშა პაპაშვილი

views 920
უკან

ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ეგ გადაწყვეტილებაა - ასე უპასუხა დეველოპერული კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა BMG-ის გადაცემა "საქმის კურსის" წამყვანის შეკითხვას, რომელიც მთავრობის მიერ სამშენებლო სექტორის წახალისებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

"ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ეგ გადაწყვეტილებაა. მე ამ საშუალებას გამოვიყენებდი იმისთვის, რომ slow-down გაგვეჩერებინა ეს მიმართულება, თუმცა ისიც მესმის, რომ აქ მართლაც უამრავი ადამიანია დასაქმებული. თვითონ ქვეყნის გრძელვადიანი პოლიტიკიდან გამომდინარე ვარჩევდი, რომ დეველოპმენტში ნაკლები აქტიურობა იყოს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში, არ ვამბობ 1 ან 2 წელს, აღარ სჭირდება თბილისს...", - განაცხადა "რედიქსის" დამფუძნებელმა.

კითხვაზე, დარღვეულია თუ არა მიწოდება-მოთხოვნის ბალანსი სექტორში, ლაშა პაპაშვილი პასუხობს, რომ "დიდი ხანია, დარღვეულია".

"ფასს ეტყობა, იმიტომ რომ კომუნისტების დროიდან თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი არ გაზრდილა. კომერციულში შეიძლება არის რაღაც ნიშა გასავითარებელი, მაგრამ როცა ვამბობ, რომ არ განვავითარებდი და ხელს არ შევუწყობდი, ეს არის საცხოვრებელი ფონდის განვითარება".

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ თბილისში მიმდინარე განაშენიანება არცერთ საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება.

"ეს გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან აბსოლუტურ კავშირშია, იმიტომ რომ როდესაც ასეთი მდგომარეობაა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მეტია ერთ სექტორში და დასაქმებული პრობლემა ხდება, მაგ გადმოსახედიდან შეიძლება სხვა გზა არ იყო... მაგრამ მე შევცვლიდი ამ პოლიტიკას. ეს არის უსახური, დაუმთავრებელი ან ცუდად დამთავრებული, შიგნით არანაირი სტანდარტის დაცვით არ არის ნაშენები ეს შენობები, რაც არ შეესაბამება 21-ე საუკუნის დასავლური ქვეყნების მშენებლობას, ამდენად სჭირდება კი ქალაქს ახალი მშენებლობები?! მშენებლობის ინტენსივობა მრავალჯერ აღემატება ნებისმიერი კარგი ევროპული დედაქალაქის სტანდარტს", - განმარტა "რედიქსის" დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა