მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში გამოვლინდა - Covid-გეოგრაფია

5fc891a8cbfec
BM.GE
03.12.20 11:17
818
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების გეოგრაფიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 843, აჭარაში-1 043, იმერეთში-1 255.

“ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43.3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-478, აჭარაში-970, ხოლო იმერეთში-31.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 769 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 675 პირი, აჭარაში-11 775, იმერეთში-5 080“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.