მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზალკალიანი თურქ კოლეგას საქართველოს NATO-ში გაწვერიანებაზე გაკეთებული განცხადებისთვის მადლობას უხდის

5e29b345dffee
BM.GE
23.01.20 18:49
788
„დიდი მადლობა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც დაუღალავად ისწრაფვის, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა,“ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თავისი თურქი კოლეგის, მევლუთ ჩავიშოღლუს მიერ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და Twitter-ის საშუალებით მას მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„არსებული გამოწვევების ფონზე, თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ მტკიცედ მივყვებით არჩეულ გზას ნატოში გაწევრიანებისკენ,“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მოკავშირე ქვეყნის მნიშვნელობას და აღნიშნა რომ აუცილებელია ნატოს გაფართოება და საქართველოს გაწევრიანება ორგანიზაციაში.

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რათა ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთთან უკეთესი მეზობლური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვთანხმდებიან საქართველოს მოწვევაზე, ვინაიდან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.“ - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.