მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის გადაუდებელი გაწევრიანების თხოვნით მიმართავს

621c94bfab4d8
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 13:25
1159
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ევროკავშირს უკრაინის კავშირში გადაუდებელი მიღების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. ამის შესახებ მან მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

„მივმართავთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი საგანგებო პროცედურით, უკრაინის კავშირში გაწევრიანება გადაუდებლად მოხდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად თანაბარი უფლებებით ყოფნაა“.

ის დარწმუნებულია, რომ ეს მოთხოვნა სამართლიანია. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.