მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზესტაფონში თეატრონის განახლებისთვის 1.040 მლნ ლარი დაიხარჯა

633856bca529d
ნინო ჩიბჩიური
01.10.22 20:10
1000
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა - რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებულებამ 1.040 მლნ ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთის" შეასრულა.

მერიის ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს ხალხური და ლირიკული სიმღერების ფესტივალს „სულიკო“, რომელიც სოფელ ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე იმართება. თეატრონის რეაბილიტაციის ფარგლებში კი განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდეს.





რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა სცენა, გაიზარდა არსებული სამაყურებლო სივრცის მოცულობა და შესაძლებელი გახდა გადახურვა, ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა.

გასახდელ ოთახებში მოეწყო ვერანდები, სცენა კი ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. თეატრონის ტერიტორიაზე გაკეთდა დეკორატიული ბეტონის ბილიკები და განთავსდა ეზოს სკამები. სივრცე მოიცავს განათებებსაც. მოეწყო ასევე ლითონის ღობე, რომელზეც სიმბოლურად დატანილია "სულიკოს" მელოდიის ნოტები.

ობიექტის ოფიციალურად გახსნისა და ფესტივალის განახლებულ სივრცეში მოწყობის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.