მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზიანის შემცირება - როგორ შევამციროთ თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანი

6103df26af20f
BM.GE
30.07.21 15:14
889
თამბაქოს მავნე ჩვევასთან გამკლავებას ჯანდაცვის ორგანიზაციები და საკანონმდებლო ინსტიტუტები განსხვავებული მიდგომებით ცდილობენ. ამ პროცესში მათ მთავარ ინსტრუმენტს შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესება წარმოადგენს, თუმცა ეს მიდგომა ხშირ შემთხვევაში უშედეგოა.

შეზღუდვებისა მიუხედავად ადამიანები მაინც აგრძელებენ ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარებას. თუმცა, არსებობს განსხვავებული მიდგომა, რაც ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად. ზიანის შემცირების სტრატეგიის ფარგლებში, მავნე პროდუქტების ჩანაცვლება ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის შედარებით ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტებით ხდება.

ზიანის შემცირების სტრატეგია

ზიანის შემცირების სტრატეგია 1980-იან წლებში გამოჩნდა და თავდაპირველად ნარკოტიკების მოხმარების შემცირების მიზნით შეიქმნა. შედეგად, 2001 წელს ჟურნალ American Journal of Public Health-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ავტორები ნარკოტიკების ჩანაცვლების პროცესში მეტადონის ეფექტურობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

შესაბამისად, ზიანის შემცირების კონცეფცია სხვადასხვა, პოტენციურად მავნე პროდუქტებზე გამოიყენება.

ზიანის შემცირების მიდგომა წარმოადგენს მიდგომებისა და პროგრამების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს მავნე ნივთიერების მოხმარების შედეგად ორგანიზმზე განხორციელებული ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს აღნიშნული ნივთიერების მოხმარებას”, - წერია ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციის პუბლიკაციაში.

ზიანის შემცირების მიზნით შექმნილი პროდუქტები

ზიანის შემცირების პროდუქტები სხვადასხვა სფეროში გამოიყენება. მაგალითად, ავტომობილი ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით კი ბაზარზე ელექტრო მანქანები გამოჩნდა, რომელიც არ იყენებს საწვავს, შესაბამისად, მინიმუმამდე ამცირებს გარემოში გამოყოფილი გამონაბოლქვის რაოდენობას. ავტომობილების მიერ გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენის გამო მთავრობა არ კრძალავს მანქანების გამოყენებას. თუმცა, განვითარებული ქვეყნების მთავრობები ხელს უწყობენ ელექტრო მანქანების მოხმარების ზრდას. მაგალითად, ნორვეგიაში, ისლანდიასა და შვედეთში 2020 წელს ელექტრო მანქანების წილი ქვეყანაში 74.8%-ს, 45%-სა და 32.2%-ს შეადგენდა, მიზეზი კი მთავრობების მიერ განხორციელებული სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივები იყო.

ჯანდაცვის ინსტიტუტების მხრიდან თამბაქოს პროდუქტების მოხმარების აკრძალვებისკენ მიმართული მოწოდებები რამდენიმე ათწლეულია აქტიურად ისმის საზოგადოებაში. პირველი ასეთი განცხადება 1953 წელს გამოქვეყნდა ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში. საკანონმდებლო ორგანოებისა და ჯანდაცვის ექსპერტების ძალისხმევის მიუხედავად, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მათი უმეტესობა არ ანებებს თავს მოწევას. ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები საჭიროებენ გონივრულ არჩევანს, რაც თამბაქოს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

უდავოა, მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, საუკეთესო არჩევანს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა წარმოადგენს. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ამცირებს მოწევის შედეგად მწეველთა ორგანიზმზე განხორციელებულ ზიანს. თუმცა, ეს მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო.

2014 წელს 53-მა ჯანდაცვის ექსპერტმა და მეცნიერმა ჯანმოს გენერალურ დირექტორს გაუგზავნა ღია წერილი, სადაც ისინი თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო სარგებელზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

თამბაქოს ზიანის შემცირების მიზნით შექმნილ პროდუქტებს აქვთ პოტენციალი, შეამცირონ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკი, მწეველის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ნეგატიური ზეგავლენა და აქვს შესაძლებლობა, გადაარჩინოს ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე”, - წერია ღია წერილში.