მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zoom-ი $14.7 მილიარდად ღრუბლოვან პროგრამულ კომპანია Five9-ს შეიძენს

60f5a4f2a0268
ნათია თაქთაქიშვილი
19.07.21 22:22
610
ვიდეო-კონფერენციების პროგრამა Zoom-ი, რომელიც არნახული პოპულარულობით სარგებლობდა პანდემიის პერიოდში, გაფართოებას გეგმავს და ამ მიზნით 14.7 მილიარდ დოლარად ღრუბლოვან პროგრამულ კომპანია Five9-ს შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ღრუბლოვანი პროგრამული კომპანია Five9-ი დაახლოებით 2,000-მდე მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით.

მიმდინარე წლის ივნისში, ZOOM-მა ასევე გერმანული კომპანია Kites-ის შეძენა დააანონსა, რომელიც ონლაინ რეჟიმში თარგმანების გაკეთებას უზრუნველყოფს, თუმცა ZOOM-ს აღნიშნული გარიგების დეტალები არ გაუხმაურებია.

თავად ვიდეო-კონფერენციების პლატფორმა Zoom-ი დაახლოებით 10 წლის წინ კალიფორნიაში შეიქმნა, კომპანიამ ყველაზე მეტი წარმატება პანდემიის პერიოდში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 16 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ამჟამად 106.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.