მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზუგდიდის სტადიონის საქმე გამოსაძიებელია“ - გიორგი გახარია

5fe4a0eb2f602
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.20 18:07
1603
ეს ზუგდიდის სტადიონი ჩვენც ძალიან გვტკივა - ასე უპასუხა დეპუტატ ლევან კობიაშვილის შეკითხვას პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სტადიონის მშენებლობის გაჭიანურების საკითხი გამოსაძიებელია.

„ეს ზუგდიდის სტადიონი ჩვენც ძალიან გვტკივა - გულწრფელად გეუბნებით. რამდენი წელია - ცოტა პროგრესი, შემდგომ ... სერიოზული შეცდომები იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაშვებული თავის დროზე ისეთი, რის გამოც რესურსიც ბევრი დაიხარჯა, დროც და ადამიანური კაპიტალიც. საერთოდ გამოსაძიებელია ის საქმე მე თუ მკითხავთ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა... პირველ ეტაპზე ამხელა რესურსი იყო დახარჯული.

ახლაც გარკვეული პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე, როგორც ზუგდიდელებს დააკმაყოფილებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს სტადიონი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება და ვეცდებით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, ყველას შესაბამისი პასუხი მოვხთოვოთ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებისას დარღვევები აღმოაჩინეს, რის გამოც, ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი არ მიიღო და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა, მათ შორის – ბეტონის კედლის მორღვევაზე. 

2019 წლის ნოემბერში როგორც სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალესანდრე მოწერელიამ, Bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, UEFA-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად 9 მილიონი ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი და ეს იქნება სათადარიგო სტადიონის, რომლის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.

აღსანიშნავია, რომ სათადარიგო სტადიონი 1200 მაყურებელზეა გათვლილია და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები.