ზუგდიდში BP-ს ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. მძარცველმა, სავარაუდოდ, 2000-მდე ლარი წაიღო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსით იყო, თუმცა მძღოლი ამბობს, რომ მძარცველმა მას ბენზინგასამართ სადგურზე მისვლა აიძულა.
შს სამინისტროში bm.ge-ის განუცხადეს, რომ ზუგდიდში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.
ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.