მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში ჰერმან საბომ ჩაანაცვლა

6197670249b19
ინგა მურუსიძე
19.11.21 13:00
1227
"გირჩის" წევრი, ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ჰერმან საბოს 89-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აღსანიშნია, რომ ჰერმან საბო „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის ადგილმონაცვლეა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება გასულ კვირაში შეუწყვიტა.

ხაზარაძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღო. მისი თქმით, საპარლამენტო მუშაობამ აზრი დაკარგა.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გააცხადა თავისი გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძემაც. „მე არც კაბინეტი მაქვს, არც ხელფასი ამიღია, არც თანაშემწე მყავს, ერთადერთი სტატუსი მქონდა შენარჩუნებული და მასზე უარს ვამბობ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.