მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბიშვილი ზელენსკის საქართველოდან გაწვეული უკრაინის ელჩის დაბრუნებას სთხოვს

622f006976ad7
თელარა გელანტია
14.03.22 12:43
839
სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოდან გაწვეული უკრაინის ელჩის დაბრუნებას სთხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.

„ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში, ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.