მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია" - ზელენსკი

ზელნსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის მადლობას უხდის.

„გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ვიდეო გაავრცელა სადაც თქვა, რომ ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა და ვერ შეძლო უკრაინისა და უკრაინელების სიმტკიცის გატეხა.

„რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.