საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა X-ზეც დაწერა და უკრაინის პრეზიდენტს ქართველი ხალხისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენი ერების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის გაიმარჯვებს - ალტერნატივა არ არსებობს",- დაწერა ზურაბიშვილმა.
Thank you, President @ZelenskyyUa , for your steadfast and unwavering support for the Georgian people
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 7, 2024
Our nations’ fight for independence, freedom, and a European future will prevail - there is no alternative 🇬🇪🇺🇦🇪🇺 pic.twitter.com/DNxC2XKDkN
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.