საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პარალელურად, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მათ დაგმეს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალა და აღნიშნეს, რომ "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობის საკითხს ევროკავშირის დონეზე დააყენებენ.