საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მიესალმება.
"ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ პარიზში გიმასპინძლეთ.
საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მიესალმება და იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში დაეხმარება", - წერს მაკრონი.
სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება - ამ დრომდე პრეზიდენტი უკვე შეხვდა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ასევე შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს.