საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში 17 ნოემბერს უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა ფართო სამიტის ფარგლებში მოხდება, რომელში მონაწილეობასაც სხვა ევროპელი ლიდერებიც მიიღებენ.
სამიტის მიზანი უკრაინისათვის მისაწოდებელი უსაფრთხოების გარანტიების განხილვა და სამუშაო ჩარჩოს შედგენაა. ევროპელი ლიდერების სურვილი უკრაინისათვის გრძელვადიანი უსაფრთხოების გეგმის შედგენა და რუსეთზე წნეხის გაზრდაა. წნეხის გაზრდაში ახალი სანქციები, ისევე როგორც ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენება იგულისხმება. განხილვის საგანი იქნება ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც.




























