საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზურაბიშვილი საფრანგეთში გუშინ გაემგზავრა და პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას ათობით ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი პირისპირაც შეხვდა. ამასთან, პრეზიდენტი დონალდ ტრამპს და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისაც შეხვდა.