მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უკრაინაში მის ვიზიტს ხელი მთავრობის რიტორიკამ შეუშალა

64a0305c4c889
სალომე ხიდურელი
01.07.23 17:54
658
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უკრაინაში მის ვიზიტს ხელი მთავრობის რიტორიკამ შეუშალა. ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას - რატომ არ ჩავიდა ის უკრაინაში.

„რაც შეეხება ჩემს ჩასვლას უკრაინაში, ყველამ იცის, რომ მე ვოლოდიმირ ზელენსკი აქ ჩამოვიყვანე; საუბარია ბათუმი-პეტრას შეხვედრაზე. სხვათა შორის, ევროკავშირს ავიწყდება, რომ ჩვენი შექმნილი ტრიოც არსებობს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უკრაინის პრეზიდენტს შორის ურთიერთობები გრძელდება.

„[უკრაინაში] ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და, ალბათ, ამაზე სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა, რადგან მე როდესაც ჩავდივარ უკრაინაში, მაინც საქართველო ჩადის და ეს არ არის პერსონალური ვიზიტი. ალბათ, იმ რიტორიკამ, რაც გვაქვს ევროკავშირთან (ჩვენი ხელისუფლების და არა პერსონალურად ჩემი რიტორიკა, რომ დავაზუსტო), ნეგატიურად იმოქმედა.

მესმის, რიტორიკა, რომელიც ეხება ქვეყანას, რომელიც არის ომში და აქვს ყოველდღიური გამოწვევები და ჩვენი კულტურა, რომლითაც ბევრს თავი მოაქვს, ქართული კულტურაა, როდესაც შენი მეგობარი არის ომში, იმასთან არაფერს არჩევ. იმას გვერდით უდგახარ - ეს არის ჩემი პოზიცია და მგონია, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების პოზიციაც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები