მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გმადლობ ვოლოდიმირ!" - სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის მიმართავს

სალომე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებისთვის უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს და მადლობას უხდის. ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაზე პასუხობს.

"უკეთესად ვერ ვიტყოდი. გმადლობ ვოლოდიმირ! რუსეთი შავ ზღვაზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

X-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ზელენსკი ევროპას და ამერიკას მოუწოდებს, მიბაძონ უკრაინას და დაუწესონ სანქციები “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს.

უკრაინამ სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულ 18 პირს, მათ შორის სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს, ვახტანგ გომელაურს და სხვ.

ბიძინა ივანიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე - უკრაინამ "ოცნების" ხელისუფლების 19 წარმომადგენელი დაასანქცირა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები