მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად სხვიტარიძე: შიდა ხილვადობის აკრძალვის შესახებ რეგულაცია უნდა გადაიდოს

5e4d495e25112
ინგა მურუსიძე
19.02.20 20:39
1121
British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორის, ზვიად სხვიტარიძის განცხადებით, შიდა ხილვადობის აკრძალვის შესახებ 2021 წლის 1 იანვრის რეგულაცია უნდა გადაიდოს.

როგორც სხვიტარიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რეგულაციების ერთდროულად მიღება არ შეიძლება, რადგან ეს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

სხვიტარიძე ამბობს, რომ საქართველო თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, უნდა გაეცნოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს. სხვიტარიძე ამ კონტექსტში ახსენებს ბრიტანეთს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ქვეყანაში ხილვადობა ისეა შეზღუდული, რომ ხელს უწყობს მომხმარებლების გადასვლას უფრო ნაკლებად მავნებელ პროდუქტზე და საერთოდ თავის დანებებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ის რეგულაციები, რომელიც არსებობს, ნაადრევია. მაღაზიებსაც აქვთ პრობლემები. არ არიან მზად. ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, კონტრაქტები გვაქვს მათთან და მოგვიწევს მათი გადახედვა. ყველა რეგულაციის მიღება ერთბაშად არ შეიძლება. ეს გამოიწვევს ეკონომიკის ჩამოშლას, რადგან ეკონომიკის 10% სწორედ თამბაქოზე მოდის“, - განაცხადა სხვიტარიძემ.