მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

B2B ფორუმი მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებისთვის

BM.GE
28.04.23 13:36
163
სტატიაში საუბარია:
მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებისთვის საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით B2B ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს ამ ბიზნესების მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენს. ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობენ. ფორუმის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან მეწარმეები შეძლებენ სამომავლო თანამშრომლობისთვის კავშირების გამყარებას.