მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა

5fc33ae2cdb3f
BM.GE
29.11.20 11:00
660

მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1230-მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 132 368-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-110 049-მდე.


დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები