მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICAO-ს საბჭოში არარჩევის შემდეგ, რუსეთი ორგანიზაციის წევრად დარჩენის უფლებას იტოვებს

63388d27c07dd
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 23:32
629
რუსეთი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად დარჩენის უფლებას იტოვებს და თავის საქმიანობას ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენლობის გავლით აგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს როსავიაციის პრესსამსახურში განუცხადეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, რუსეთი ICAO-ს საბჭოს წევრად არ აირჩიეს. რუსეთმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, რათა საბჭოს შემადგენლობაში დარჩენილიყო. როსავიაციაში დააზუსტეს, რომ რუსეთმა 80 ხმა მიიღო, ნაცვლად აუცილებელი 86 ხმისა.
„ამასთან, მუდმივი პროცედურების წესის მიხედვით, საბჭოში არჩევისას იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს მეთერთმეტე წევრს არ აირჩევენ, საჭიროა ხელახალი არჩევა. თუმცა რუსეთის დელეგაციას ამაზე უარი უთხრეს“, - განაცხადეს როსავიაციაში და გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდეს.

„რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად დარჩენის უფლებას იტოვებს და თავის საქმიანობას ICAO-ში თავისი წარმომადგენლობის გავლით, ასევე ორგანიზაციის პროფილურ სამუშაო ჯგუფებში გააგრძელებს“, - აცხადებენ როსავიაციაში.

გარდა ამისა, უწყებაში დასძენენ, რომ ICAO-ს საბჭოდან რუსეთის გამოსვლა ფედერაციიდან მეგობარ სახელმწიფოებში ფრენებზე გავლენას არ იქონიებს. „რუსეთი ისევე როგორც ადრე, თავისი საქმიანობისას რეკომენდირებულ პრაქტიკასა და ICAO-ს სტანდარტების მიყოლით, ფრენების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს“, - აღნიშნეს უწყებაში და დასძინეს: „ეს გადაწყვეტილება მეგობარ ქვეყნებში რუსეთის ავიაკომპანიების საერთაშორისო ფრენებზე გავლენას არ იქონიებს, რამეთუ ავიამიმოსვლისას ურთიერთკავშირი ორმხრივ შეთანხმებას ეფუძნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები