მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 მაისიდან დღემდე საქართვლომ ატმის ექსპორტით $11.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - როგორია სტატისტიკა?

64b53542ab305
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.23 21:30
808
2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველომ 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტით 11.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 439 ტონით, ანუ 4%-ით, ხოლო ღირებულება 143 ათასი დოლარით, ანუ 1%-ით გაიზარდა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ექსპორტის მოცულობის ზრდა ღირებულებისას აღემატება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საექსპორტო ქვეყნებში წელს ატმის ღირებულება შემცირებულია.

რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, წელსაც ტრადიციულად ატმის მთავარი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია და ექსპორტის ძირითადი მოცულობები ანუ 9 266 ტონა ამ მიმართულებით განხორციელდა. გარდა რუსეთისა ატამი ამ პერიოდში სომხეთში გავყიდეთ, რაც 970 ტონას შეადგენდა, ბელარუსში 20 ტონა გავიდა, უკრაინაში კი 18 ტონა გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები