მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობაა 7.41%, ყველაზე აქტიური რაჭა-ლეჩხუმია - ცესკო

61580e7511924
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 11:52
2093
10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.41% , რაც რაოდენობრივად არის 259 273 ამომრჩეველი - ინფორმაცია მედიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ცესკო-ში გამრთულ ბრიფინგზე მიაწოდა. 

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - 11.2%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა - 6.1% დაფიქსირდა ქვემო ქართლში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები