მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

14 საკითხი, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს

62381c3e2eaa6
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 10:37
1815
დღეს - 21 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი იქნება განხილული.

მთავრობის სხდომაზე განსახილველად 1 საკითხს საგარეო საქმეთა, 7 საკითხს - ეკონომიკის, 2 საკითხს ფინანსთა და 4 საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგენენ.

BM.GE მინისტრთა კაბინეტის მიერ განსახილველ საკითხებს გთავაზობთ:

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI-B შესაბამისად ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვებისთვის ბაზრის ორმხრივი გახსნის შესახებ“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების“ ხელმოწერის თაობაზე“ - მომხსენებელი დავით ზალკალიანი;
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ - მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი - ლევან დავითაშვილი;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის N362 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”; მომხსენებელი- ლევან დავითაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "ხელედულა 1“-ს შორის "ლენტეხი ჰესის" ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”; მომხსენებელი- ლევან დავითაშვილი;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "ხელედულა 2“-ს შორის "ლენტეხი 2 ჰესის" ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“; მომხსენებელი - ლევან დავითაშვილი;
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ამბროლაურის ავტოგზა №10-ზე” გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე”; მომხსენებელი - ლევან დავითაშვილი;
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ემ თი ეის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ”; მომხსენებელი - ლევან დავითაშვილი;
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“; მომხსენებელი - ლაშა ხუციშვილი;
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“; მომხსენებელი- ლაშა ხუციშვილი;
11. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი დამტკიცების თაობაზე”; მომხსენებელი - ოთარ შამუგია;
12. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“; მომხსენებელი - ოთარ შამუგია;
13. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”მომხსენებელი - ოთარ შამუგია;
14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”; მომხსენებელი - ოთარ შამუგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები