საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული 300- ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 000-მა მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების მიზნობრივი ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მეოთხე ტალღა გამოაცხადა. დღეისთვის 65 000-ზე მეტი განაცხადია მიღებული, რომელთაგან 54 000 განაცხადი დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა, ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც მიიღება მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.