მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარასა და თბილისში რესტორნებზე რუსულენოვანი აბრები მომრავლდა

633442066d7a7
ანუკა ჯოხაძე
29.09.22 09:35
1061
რუსული მენიუები და აბრები თბილისის რესტორნებში - კერძო სექტორი მორიგ პრობლემაზე ალაპარაკდა, რომელიც დედაქალაქში სხვადასხვა კვების ობიექტებში არაქართულენოვან, უფრო კონკრეტულად რუსულ ენაზე მომსახურებას უკავშირდება.

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, კვების ობიექტების ნაწილი დაწესებულ რეგულაციას, რომელიც მათ სახელწოდების ქართულად განთავსებას ავალდებულებს, აღარ იცავს. მათი თქმით, პრობლემაზე სათანადო რეაგირება შებამის უწყებებს არ აქვთ.

“ნებისმიერი წარწერა, რომელიც სტენდზე იქნება წარმოდგენილი, უნდა იყოს ქართულ ენაზე და ამის შემდეგ უნდა მოყვებოდეს ინგლისური წარწერა. აჭარის რეგიონში ძალიან ხშირად გვხვდება და უკვე თბილისშიც მომრავლდა რუსულენოვანი წარწერები. არამარტო რუსულენოვანი, მომრავლებულია არაბული, ირანული და ა.შ, წარწერები, რაც ცოტა გამაღიზიანებელია.

დარღვევის შემთხვევაში ბიზნესს ეძლევა გაფრთხილება და კონკრეტული ვადა, რის შემდეგაც ვალდებული ხდება, გააკეთოს კანონის შესაბამისი აბრა”,- აცხადებს "ღვინის ბიბლიოთეკის" დამფუძნებელი ნაზი ღვთისიაშვილი.

ცნობისთვის, სხვადასხვა ობიეტებზე გარე აბრების განთავსებაზე ნებართვას თბილისის არქიტექტურის სამსახური გასცემს, ხოლო მონიტორიგს ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები