მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ დროისთვის ქვეყანაში Covid-19-ით 26 899 ადამიანია ინფიცირებული, საავადმყოფოში 801 პირი მკურნალობს

6236d0a38be76
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.22 10:55
769
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 108 კი PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 475 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 641 874 შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.72%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.54%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 598 286.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 663 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება კოვიდ-ინფიცირების გეოგრაფიას, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 60, ქვემო ქართლი - 18, შიდა ქართლი - 14, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე 26 899 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 801 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 402, აჭარაში - 63, იმერეთში - 173. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 222 პირი, მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 30, იმერეთში - 35. 26 098 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები