მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APM და Pace ჯგუფი თუ ვერ მორიგდა, სახელმწიფო ჩაერევა - თამარ იოსელიანი

62b4a9c57f695
ალა ისპირიანი
24.06.22 00:40
1022
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ APM Terminals-სი და Pace ჯგუფი ვერ მორიგდა, საქმეში სახელმწიფო ჩაერევა.

თამარ იოსელიანმა "საქმის კურსში" განაცხადა, რომ "საზღვაო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების  ამოქმედების შემდეგ მათ მორიგებისთვის გონივრული ვადა მიეცემათ. 

„კანონი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. თუ საფრთხის ქვეშ დადგება ნავსადგურების ღიაობა, სახელმწიფო მხოლოდ ამ შემთხვევაში შევა თავისი რეგულირებით და ამაზე პასუხისმგებელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იქნება. დარწმუნებული ვარ აღნიშნული მორიგება მოხდება და ორივე მხარე უზრუნველყოფს აღნიშნული ნავსადგურის ღიაობას. თუ ამით უზრუნველყოფა არ მოხდება, საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების სათანადო დონეზე დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები მსგავსი დაღრმავების განხორციელებაზე.

გავაკეთეთ კვლევა და ვნახეთ რომ აღნიშნულ სერვისს (დაღრმავების სერვისი - ზოგადად ეს არ არის კერძო სერვისი) ძირითად წამყვან საზღვაო ქვეყნებში თავად სახელმწიფო ახორციელებს და ჩვენ შემთხვევაში არ შევდივართ ამ რეგულირებაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთმანეთში მორიგდებიან.

აღნიშნული კანონი როდესაც ძალაში შევა შემდეგ ჩვენ ვიქნებით ვალდებულები, რომ [მორიგებისთვის] გონივრული ვადა მივცეთ და გონივრულ ვადას საზღვაო ადმინისტრაცია განსაზღვრავს", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

„უთანხმოება“ APM-სა და PACE-ს შორის.მონოპოლიის დასასრული (?)- Pace Group VS APM Terminals

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები