მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილ-მაისში 300-500%-იანი ზრდა გვექნება - "კერნელი"

637ddaca4bfec
მარიამ იზორია
23.11.22 12:32
618
ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა, „კერნელი“, რომელიც ბიზნესებს პროცესების გაციფრულებაში ეხმარება, ინდოეთის ბაზარზე განვითარებას განაგრძობს. როგორც „კერნელის“ თანადამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, ინდოეთში გაყიდვების გუნდი სრულად დააკომპლექტეს. გარდა ამისა, ადგილზე უკვე 1000-ზე მეტი გადამხდელი კლიენტი და 30 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ყავთ.

„ინდოეთში გაყიდვების გუნდს სრულად ვაშენებთ. ადგილზე უკვე პარტნიორები, გაყიდვების გუნდი და „საფორთი“ მუშაობს. „კერნელი“ გასულ წელს ჩაეშვა და ინდოეთში უკვე 1000-ზე მეტი გადამხდელი კლიენტი და 30 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს. ინდოეთის ბაზარი იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია“. - ამბობს ის.

ბექა დალაქიშვილი „კერნელის“ სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, აპრილ-მაისიდან კომპანიაში 300-500%-მდე ზრდას ვარაუდობენ.

„ინდოეთის ბაზარზე ჩვენი ნიშა 20 მლნ ბიზნესამდე დავაწვრილეთ. ყველა ბიზნესს 2023 წელს ელექტრონული ინვოისების გაკეთება მოუწევს. ეს სისტემა კი მობილურზე არ არის მორგებული. ჩვენი გეგმა ასეთია: ახლა თვეში 20%-ით ვიზრდებით. აპრილი-მაისში 300-500%-ით უნდა გავიზარდოთ“, - განმარტავს „კერნელის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები