მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტობუსები მგზავრების გადასაყვანად მზადაა – დილიდან საზ. ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

5ed01adfeb0af
BM.GE
29.05.20 00:08
1187
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე N2 ავტობაზაზე იმყოფებოდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე, მუნიციპალური ავტობუსების საბოლოო შემოწმებისა და სპეციალური წესით დამუშავების პროცესს გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ 29 მაისიდან მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს.

„ხვალ დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. როგორც ავტობუსები და მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები სრულ მზადყოფნაშია. ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა აუცილებლად იქონიონ პირბადეები, რადგან მათ გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იქნება. მინდა, საზოგადოებას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ყველა ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილება. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა კალაძემ.

29 მაისიდან თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებს. მგზავრებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 550 ავტობუსი მოემსახურება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად იქნება დაცული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები