მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე სამუშაო რეჟიმში აქტიურობას გააგრძელებს

5e5276bf36f21
BM.GE
24.02.20 09:45
1058
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე სამუშაო რეჟიმში აქტიურობას გააგრძელებს. 2020 წლის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაამტკიცა, ერთ-რთი მთავარი თემა შრომის კოდექსს და იმ კანონმდებლობას ეხება, რომელმაც ამ მიმართულებით ცვლილებები უნდა განიცადოს.

“ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ღიად და აქტიურად გავაკრიტიკეთ ეს პროექტი. გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა ასოციაციის წევრებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან როგორც - აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების. ამ პროექტში არის გარკვეული მუხლები, რომელსაც რა საკვირველია, ჩვენ ვიზიარებთ, თუმცა არის რამდენიმე ისეთი მუხლი, რომელიც დააზიანებდა არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ დასაქმებულებსაც“, - ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი bm.ge-ისთან ინტერვიუს დროს.

სოსო ფხაკაძე აღნიშნავს, რომ კანონში ცვლილებების შემოთავაზებული ვარიანტი, დასაქმებულების მხრიდან, ვისთანაც ასოციაციის ფარგლებში შეხვედრები გამართულა, კარგად არის დანახული ის რისკები, რაც კანონის პორექტის ნაწილის დამტკიცებას შეიძლება მოჰყვეს. სოსო ფხაკაძის განცხადებით, შენიშვნები რომელიც მსხვილი ბიზნესგაერთიანების მხრიდან მმართველი გუნდის წევრებს გაუზიარეს მიღებულია და პრობლემური ჩანაწერების კანონში ასახვა არ მოხდება.

“ნებისმიერ დონეზე ეს საკითხი სადაც არ დავაყენეთ, გვითხრეს, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს იყო შემოთავაზებული, ამის დამტკიცება არ მოხდება და ჩვენ ამას ბოლომდე მივსდევთ. ამ ნაწილში თანხვედრა გავქვს როგორც საკანონმდებლო, ისე - აღმასრულებელ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ფხაკაძემ BMG-ისთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები