მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაგებისა და კაკლების დასახლებამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა - მერია

605c9b3865075
BM.GE
25.03.21 18:13
3494
თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები