მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა სიმძლავრეები გაზარდა

648af3c06cc49
BM.GE
16.06.23 08:09
642
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT) ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT), რომელიც ბათუმში 2008 წლიდან ოპერირებს, მიუხედავად დატვირთულუბისა, კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებასა და პროგრამების დანერგვას, რათა უზრუნველყოს მაღალი სტანდარტით მომსახურების მიწოდება.

პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში და ასევე შემდგომი რთული საბაზრო მდგომარეობის პირობებში, მაშინ როდესაც რეგიონში არსებული სხვა ტერმინალები მნიშვნელოვნად იყვნენ გადატვირთულები, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა შეინარჩუნა მომსახურების მაღალი სტანდარტები.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მიერ განხორციელებული დამატებითი ინვესტიციების წყალობით, ტერმინალი მზად არის გაუმკლავდეს გაზრდილ სატვირთო ნაკადს. ტერმინალის საოპერაციო ტერიტორია გაზრდილ იქნა დამატებით 6 ჰექტარით, რომელიც მოიცავს გარე ტერმინალს მასზე არსებული ორი სარკინიგზო ჩიხით. აღნიშნული აძლევს საშუალებას ტერმინალს დაამუშავოს და გაუმკლავდეს არამხოლოდ ბოლო პერიოდში გაზრდილ ტვირთებრუნვებს, რომელთა გადაზიდვაც ხდება როგორც საგზაო ისე სარკინიგზო ტრანსპორტის სახეობებით, არამედ ასევე უზრუნველყოს უფრო მეტი კონტეინერების დაცლა/დატვირთვას, რომლებიც დაკავშირებულია „შუა დერეფანში“ გაზრდილ ვაჭრობასთან ერთად მომატებულ ტვირთბრუნვასთან.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა ასევე წარმატებით დანერგა საკონტეინერო ტერიტორიის დაგეგმვის თანამედროვე საოპერაციო სისტემა, რაც კიდევ უფრო გაზრდის სატერმინალო ოპერაციების ეფექტიანობას. გარდა ამისა, ტერმინალის მიერ შეძენილ იქნა სრულიად ახალი, მძიმე ტვირთამწეობის სატერმინალო ტექნიკის დამატებითი ერთეულები იმისათვის, რომ გააუმჯობესოს სამუშაოების ხარისხი, უფრო სწრაფად და ეფექტურად გაუწიოს მომსახურეობა მის მომხმარებლებს. აღნიშნული სიმძლავრეების გაზრდის წყალობით, რაც მოიცავს დამატებით შენახვის ადგილებს ტერიტორიაზე, სპეც.ტექნიკას და მეტ პერსონალს, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი ახორციელებს ტვირთების უფრო სწრაფად დამუშავებასა და მომსახურებას.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი კვლავ განაგრძობს შემდგომ ინვესტირებას საოპერაციო საქმიანობის გამარტივების, დაჩქარების, ეფექტურობის გაზრდისა და მომსახურების ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნების მიზნით.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი არის ექვს კონტინენტზე უდიდესი, დამოუკიდებელი ტერმინალ-ოპერატორის ICTS Inc.-ის შვილობილი კომპანია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები