ქადაგიძის აზრით, კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისი განსხვავდება 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისებისგან.
“პირველ რიგში, 2008-2009 წელთან შედარებით, მსოფლიოს წამყვანმა განვითარებულმა ქვეყნებმა გამოყვეს უპრეცედენტოდ დიდი თანხები, აშშ-მა - 2.2 ტრილიონი დოლარი, ევროკავშირის მხრიდან 1 ტრილიონზეა საუბარი, დიდი ბრიტანეთის მხრიდან - 250 მლრდ-ზე მიდის ლაპარაკი ანუ უპრეცედენტოდ დიდ თანხებზეა საუბარი უპრეცედენტო მცირედ დროში და ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მატარებელში, ქვეყნების გრძელ სიაში, ჩვენ ვიყოთ წინ, ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად, ვიყოთ უფრო ეფექტურები, რომ საერთაშორისო დონორების ფინანსური დახმარების ჩვენი წილი წამოვიღოთ და მივმართოთ ისეთ ინდუსტრიებსა და ისეთ მიმართულებებში, რომელიც ჩვენ მოგვიტანს კონკურენტულ უპირატესობას“, - განაცხადა ქადაგიძემ.




























