მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ცხოვრების ერთი წლიდან ერთ თვეს საცობში ვატარებთ, ეს სტატისტიკაა“ - ანა ბიბილაშვილი

6150079934fb5
მარიამ იზორია
26.09.21 09:38
869
„ჩვენი ცხოვრების ერთი წლიდან ერთ თვეს საცობში ვატარებთ, ეს სტატისტიკაა“ – ამის შესახებ პარტია“ლელო საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.

ანა ბიბილაშვილის განმარტებით, დედაქალაქის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკაა, რაც თბილისში საცობებს იწვევს, მისივე თქმით, საჭიროა დედაქალაქი ფეხით მოსიარულეებისთვის უფრო კომფორტული გახდეს.

„ჩვენ შეგვიძლია საცობებისგან თავისუფალი ქალაქი გვქონდეს, ამ მხრივ ის, რაც თბილისში ხდება ვერც ერთ ევროპულ ქალაქში ვერ შეხვდებით, თითქმის მილიონამდე ადის დედაქალაქში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი, სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი ცხოვრების 1 წლიდან 1 თვეს საცობში ვატარებთ, ეს არასწორია ადამიანების მიმართ, რადგან ქალაქი მათი უკეთესი ცხოვრებისთვის არსებობს და არა ცხოვრების საცობებში გატარებისთვის, ამის შეცვლა ერთიანი ხედვით არის შესაძლებელი, აქცენტი ფეხით მოსიარულეზე უნდა გაკეთდეს, ქვეითისთვის ეს ქალაქი მაქსიმალურად კომფორტული უნდა გახდეს“ - აღნიშნავს ანა ბიბილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები