სამედიცინო ესთეტიკის ცენტრ Lotus-ის სასწავლო ცენტრზე მოთხოვნა რეგიონებიდანაც იზრდება. ამის შესახებ Lotus-ის ლაზერის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ლეჟავამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„ესთეტიკური მედიცინის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა ბაზარზე ახალი პროფესიები გააჩინა - ლაზერო-თერაპევტი, კოსმეტოლოგი, მასაჟის თერაპევტი და ა.შ. არსებულ ბაზარზე ამ დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან მზარდია, სწორედ ამიტომ, Lotus-მა დააარსა ესთეტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც დაინტერესებული პირები ახალ სპეციალობას ეუფლებიან. სასწავლო ცენტრი მოიცავს შემდეგ კურსებს: ლაზერული ეპილაციები, კოსმეტოლოგია, სხეულის კორექცია და სხვა; როგორც ქალაქში, ისე რეგიონებშიც ძალიან იზრდება მოთხოვნა, განსაკუთრებით აჭარიდან და იმერეთიდან; ჩვენ მათთვის ონლაინთეორიული კურსები გვაქვს. პრაქტიკას პარტნიორი კომპანიების ბაზაზე გადიან ადგილზე და იქვე აგროვებენ კრედიტ საათებს; ახლო მომავალში გვსურს სხვა რეგიონებიც შემოვიერთოთ და მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავატაროთ კურსები“, - ამბობს ის.
ამასთან, სტუდენტებზე საუბრისას, ლელა ლეჟავა აღნიშნავს, რომ სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია და დამსაქმებელი კომპანიები ახალ კადრს ითხოვენ.
„ყოველთვიურად ვიღებთ სტუდენტების ორ ნაკადს, თითოეულ ჯგუფში 12-15 სტუდენტია, გარდა იმისა, რომ მათ სრულფასოვნად ვასწავლით თეორიასა და პრაქტიკას, ისინი კომპანიაში სამუშაო კრედიტ საათებსაც აგროვებენ, ვინაიდან დამსაქმებლები ყოველთვის ეძებენ გამოცდილების მქონე კადრებს, სწორედ ამიტომ, ასეთ სტუდენტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იანვრის შემდეგ, ჩვენთან კურსდამთავრებული სტუდენტების 80% დასაქმებულია“, - განმარტა მან.
ცნობისთვის: სამედიცინო ესთეტიკური ცენტრი Lotus ქსელის სახით 13 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. 2023 წლის თებერვალში თბილისში ჩატარდა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Medical Care Award, სადაც საქართველოში მოღვაწე წარმატებული ესთეტიკისა და სამედიცინო კომპანიები იყვნენ წარდგენილები და Lotus-მა ჯილდო „წლის საუკეთესო ლაზერული სკოლის შემსწავლელი კურსი 2023“ მოიპოვა.