დღეს საქსტატი სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ტრადიციულად, საქსტატის აინგარიში 11:00 საათზე გახდება საჯარო.
ცნობისთვის: აგვისტოში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ რეკორდული 12.8% შეადგინა.
შეგახსენებთ: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 10%-ის დონეზე შენარჩუნდება.