მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება რამდენიმე კვირა შენარჩუნდება“ - გაბუნია

623c2ed77fa18
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.22 12:47
1051
„ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება რამდენიმე კვირა შენარჩუნდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რისკები მთლიანად იხსენება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება.

„ომიკრონის შემთხვევაში სხვა ქვეყნებმაც ეს გზა გაიარეს და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რისკები მთლიანად იხსენება. ევროპის ქვეყნებში ისევ გრძელდება აქცენტირება ვაქცინაციასა და იმუნური ფენის შექმნაზე.

სტაბილური გაუმჯობესება მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას და გავზრდით იმ იმუნიტეტს, რაც ვაქცინაციის გზით უნდა მივიღოთ. სამომავლოდ ვაქცინაცია, ტესტირება და სამედიცინო სექტორის მზაობა გაგრძელდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები