ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ასე პასუხობს ის ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას.
თურნავამ ჟურნალისტებს ტერმინოლოგიაც შეუსწორა და თქვა, რომ ტერმინი „დაპირისპირებას შეეწირა“ უადგილოა.
„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან მედია ნუ ეძებთ რაიმე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე სხვადასხვა გადანაცვლება. გუნდის წევრად რჩება. პანდემიის გარკვეული ეტაპი, რაზეც მან გუშინ ძალიან კარგად ისაუბრა, უკვე ჩავლილია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი არ ფლობს ინფორმაციას სხვა საკადრო ცვლილების შესახებ და ამბობს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი იღებს.
შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ, "ქართული ოცნების" ოფისში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ის საქმიანობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.




























