მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს მიმართავს

641d8bf5b450a
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.23 15:44
834
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს მიმართავს და ჯანდაცვის უწყებას მხრიდან სექტორში კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნაში ადანაშაულებს.

„მივმართავთ კონკურენციის სააგენტოს, ხომ არა აქვს ადგილი მარეგულირებლის მხრიდან მიზანმიმართულად სექტორისთვის კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნას, რაც წინაპირობაა კომპანიებისთვის ბაზრის იძულებით დასატოვებლად“, - ნათქვამია ასოციაციის მიმართვაში.

ბიზნესგაერთიანებაში ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გახშირებული უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული ბრალდებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს განცხადებები ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებულ პირებსა და მომხმარებელს შორის კონფლიქტს აღვივებენ.

„მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ნამდვილად არ უკავშირდება კანონის აღსრულებას, არამედ ზღუდავს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალებას და აქვე ეჭვს ბადებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა და ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული პირებისა და კომპანიების დისკრედიტაცია. გაურკვეველია რას ემსახურება ფარმაცევტული ბაზრის მონაწილე პირების უფლებების განუწყვეტელი დარღვევა და მათი ღირსების შელახვა“, - აცხადებენ ასოციაციაში.

ფარმაცევტულ ბიზნეს ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მათი წევრებისათვის მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებელს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები