სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ის განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 410 და გამოჯანმრთელების 1 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
6 ოქტომბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 623 830 , ბოლო 24 საათში - 2 410
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 594 669 , ბოლო 24 საათში - 1 516
მათ შორის გარდაცვლილი - 9 134, ბოლო 24 საათში - 24
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34 918,, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 262, PCR ტესტით - 14 656
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,9%, ბოლო 14 დღის - 5,53%, ბოლო 7 დღის - 5,31%
სულ ჩატარდა - 1 836 443 აცრა, დღიურად აცრილია - 9 075
კარანტინის რეჟიმში - 52
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 077
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 623.