მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია მუშახელის დეფიციტის მოსაგვარებლად იმიგრაციას წაახალისებს - რას ითვალისწინებს საიმიგრაციო რეფორმის გეგმა?

64247b0e19b84
ალა ისპირიანი
29.03.23 21:30
1046
გერმანიის მთავრობამ მუშახელის დეფიციტის მოსაგვარებლად საიმიგრაციო რეფორმის გეგმა წარადგინა. სააგენტო „Reuters“-ის ცნობით, აღნიშნული გეგმა საიმიგრაციო წესების გამარტივებას, პროფესიულ მომზადებას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან იმიგრაციის წახალისებას ითვალისწინებს.

„კვალიფიციური სამუშაო ბაზის უზრუნველყოფა, მომავალი ათწლეულების განმავლობაში, გერმანიის ეკონომიკური ამოცანაა “, – განაცხადა გერმანიის შრომის მინისტრმა ჰუბერტუს ჰაილმა.

რეფორმის პროექტის ერთ-ერთი ნაწილი არის ახალი საიმიგრაციო კანონი, რომელიც გერმანიაში მოსახვედრად ძირითად დაბრკოლებებს აღმოფხვრის მიგრანტებისთვის, კერძოდ, მათთვის, ვინც ქვეყანაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩადის.

„ამით ჩვენ მიგრაციის ახალი პოლიტიკის საფუძველს ვქმნით", - დაწერა ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა მას შემდეგ, რაც კაბინეტმა რეფორმები დაამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც "Reuters"-მა ნახა, ნათქვამია, რომ რეფორმას შეუძლია, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული მუშების რაოდენობა ყოველწლიურად 60 ათასით გაზარდოს.

კანონპროექტი დასაქმების მსურველებს გერმანიაში ჩასვლის სამ გზას სთავაზობს. პირველი საჭიროებს გერმანიაში აღიარებული პროფესიული განათლების ან საუნივერსიტეტო ხარისხის ქონას, ასევე დასაქმების კონტრაქტს.

მეორე ითვალისწინებს შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე ორწლიან გამოცდილებას და ხარისხს ან პროფესიულ მომზადებას. მესამე კი არის "შესაძლებლობების ბარათი", რომელიც იმ პირებისთვის არის, რომლებსაც სამუშაო გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ სამსახურის პოვნის პოტენციალი აქვთ. "შესაძლებლობების ბარათი" ეფუძნება ქულების სისტემას, რომელიც ითვალისწინებს კვალიფიკაციას, ენების ცოდნას, პროფესიულ გამოცდილებას, კავშირებს გერმანიასთან და ასაკს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები