მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმპორტი ჩვენთვის მტკივნეული თემაა, რადგან საქმე არაჯანსაღ კონკურენციასთან გვაქვს” – „საქკაბელი“

622dfc4676738
მარიამ იზორია
13.03.22 19:30
1375
"იმპორტი ჩვენთვის მტკივნეული თემაა რადგან საქმე არაჯანსაღ კონკურენციასთან გვაქვს" - ამის შესახებ კომპანია „საქკაბელის“ მმართველმა პარტნიორმა გადაცემა Forbes კვირაში განაცხადა.

დავით კაპანაძის თქმით, საქართველოში დირექტივა არსებობს, რომლითაც შემოტანილი საკაბელო პროდუქტი უნდა კონტროლდებოდეს, თუმცა ამ დირექტივის აღსრულება შესაბამისად ვერ ხდება; შედაგად კი იმპორტირებული კაბელების 70% სტანდარტს არ შეესაბამება.

„მაგალითისთვის, 1 მეტრ კაბელში, რომელშიც ძვირადღირებული ნედლეულია, ხშირად ნედლეულის ნორმა დაკლებულია, რაც ნიშნავს, რომ ის სტანდარტს არ შეესაბამება და სამწუხაროდ, იმპორტირებული კაბელების 70% ასეა.

ჩვენ ამას საკუთარი რესურსით ვებრძვით, გვაქვს ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ვაჩვენებთ, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგნენ ასეთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში“ - აცხადებს დავით კაპანაძე.

ცნობისთვის: საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელი „საქკაბელი“ უკვე 64 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. ადგილობრივ ბაზართან ერთად კომპანია პროდუქციის რეალიზაციას საექსპორტო მიმართულებით ახდენს. საქკაბელის მაღაზიები საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები