სპეციალურ გვერდზე stopcov.ge-ზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა, რომლის მიხედვითაც ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 761 და გამოჯანმრთელების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამწუხაროდ, კორონავირუსმა კიდევ 9 მოქალაქე იმსხვერპლა.
8 აპრილის სრული Covid-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 286406 , ბოლო 24 საათში - 761
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 276084 , ბოლო 24 საათში - 537
მათ შორის გარდაცვლილი - 3849 , ბოლო 24 საათში - 9
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34201, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20281, PCR ტესტით - 13920
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,23%, ბოლო 14 დღის - 2,03%, ბოლო 7 დღის - 2,5%
კარანტინის რეჟიმში - 229
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2045
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 314.




























