მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადურმა TV-მ ფილმიდან - "მარტო სახლში 2", ტრამპის სცენა ამოჭრა - პრეზიდენტის პასუხი

5e05e176aeeef
ნათია თაქთაქიშვილი
27.12.19 14:52
4352
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა შობას განაცხადა, თუ რამდენად დიდი პატივი იყო მისთვის სცენა საკუთარი მონაწილეობით ისეთ საშობაო ფილმში, როგორიც არის „მარტო სახლში 2“.

მოგვიანებით კი, კანადურმა ტელეკომპანიამ ფილმი მისი მონაწილეობის გარეშე აჩვენა.

დონალდ ტრამპი კანადური ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფილმი არასდროს იქნება იგივე, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ იხუმრა.

„ვფიქრობ, ჯასტინ ტრუდოს ძალიან არ მოსწონს, რომ ვაიძულებ, გადაიხადოს ნატოსთვის და ვაჭრობისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელ Twitter-ზე ტრამპმა.

ცნობისთის: 1992 წელს გადაღებულ ფილმში ტრამპი მცირე ეპიზოდში ჩნდება, როდესაც მთავარ გმირს, დაკარგულ ბავშვს, კევინს ასწავლის, თუ როგორ მოხვდეს სასტუმროს დერეფანში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები