მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია - რა მიზნები აქვს მთავრობას?

63b3e75d152e0
ნინო ტაბატაძე
03.01.23 15:00
1177

2028 წლისთვის საქართველოს კაპიტალის ბაზარი გადაიქცევა რეგიონში მოწინავე კაპიტალის ბაზრად - ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც „საქართველოს 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს“.

დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია და ორი მთავარი მიზნის შესრულებას ისახავს მიზნად: 1. კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და 2. კაპიტალის სტიმულირება და მობილიზება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისათვის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრატეგია სახელმწიფო ბიუჯეტისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდება. მისი საპროგნოზო ბიუჯეტი კი 22 013 680 ლარია.

კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია მოიაზრებს ადგილობრივი ობლიგაციებისა და სააქციო კაპიტალის ბაზრის განვითარებას; ე.წ. dual-listing-ის ჩარჩოს ამოქმედებას; სახელმწიფო საწარმოების ჩართულობის გაზრდას კაპიტალის ბაზარზე; უცხოური ინვესტიციების გაზრდას ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე; ინსტიტუციური ინვესტორების ბაზის განვითარებას, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოებას. ამასთან ერთად, სტრატეგია ითვალისწინებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების განვითარების ხელშეწყობას და სხვა.

სტრატეგიაში გათვალისწინებულია სამიზნე მაჩვენებლებიც. მაგალითად, 2028 წლისთვის საშინაო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში 35%-მდე უნდა გაიზარდოს (2021 წელს 19% იყო); ლარის კორპორაციული ობლიგაციების ნაშთი მშპ-სთან მიმართებით 2.9%-დან 10.5%-მდე გაიზრდება; დალისტული აქციების საბაზრო კაპიტალიზაცია კი, მშპ-სთან მიმართებით, 2028 წელს 9% უნდა იყოს. ამასთან, ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ნაშთი, თუ 2021 წელს 350 მლნ ლარი იყო, 750 მლნ-მდე უნდა გაიზარდოს, საფონდო ბირჟაზე დალისტური კომპანიების რაოდენობა კი 19-მდე (2021 წელს 9 იყო).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები