ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.
როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა და აზიის ბანკის პრეზიდენტმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ ორ მხარეს შორის 2020-2021 წლებში COVID-19-ზე საგანგებო რეაგირების მიმართულებით, პროდუქტიული თანამშრომლობა შედგა. ქვეყანამ ADB-სგან მიღებული ფინანსური რესურსი ვაქცინების შესყიდვასა და პანდემიის გავლენის შემცირებისკენ მიმართა. ამასთან, საქართველომ რეფორმების, მათ შორის ADB-ის მხარდაჭერილ სექტორებში დღის წესრიგის შენარჩუნება შეძლო.
ინფორმაციისთვის: აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა 2024 წელს ჩატარდება. აღნიშნული შეხვედრა 2021 წელს თბილისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო თარიღმა 2024 წლის მაისში გადაიწია.




























